ფეხბურთი

22:43 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვას თვე გაუცდება

“პარი სენ ჟერმენის” კაპიტანი, ტიაგუ სილვა ფეხბურთის თამაშს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

“ნაპოლისა” და პსჟ-ს შორის გამართული ამხანაგური მატჩის დასაწყისში სილვამ კუნთის ტრავმა მიიღო. დეტალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს დაახლოებით ერთი თვით უქმობა მოუწევს.

ივარაუდება, რომ სილვა მოედანს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის წინ დაუბრუნდება.

0.119086