ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ტიაგუ სილვა აცახადებს, რომ 2014 წელს ის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებასა და “ოქროს ბურთის” მიღებას აპირებს.
“თუ მსოფლიოს ჩემპიონატს მოვიგებთ, ამან, შესაძლოა, “ოქროს ბურთისკენ” მიმავალი გზა გამიხსნას. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ეს ძნელი იქნება.
ცენტრალურ მცველს ამ ჯილდოს მოგება ათ წელიწადში ერთხელ შეუძლია. არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდეს.” – აცხადებს ტიაგუ სილვა FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.
ბოლო მცველი, რომელმაც “ოქროს ბურთის” მოგება მოახერხა, ფაბიო კანავაროა. 2006 წელს, იტალიელმა ეს ჯილდო, დიდწილად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების წყალობით მიიღო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესე თამაშის დამთავრება აღარ გამიგია
პირველათ ვნახე რასაც ქვია
ზუსტად ანალოგიურად დაუმთავრა შეტევაში გუშინ სამტრედიას ტორპედოსთან თამაში შეტევაში, მეკარემ მოიგერია, გამოაგდო მიიღო სამტრედიის ფეხბურთელმა და ჩაწოდებას აპირებდა, როდესაც დაამთავრა. ესეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა 2 წუთი იყო გადაცილებული დამატებულ დროს და დაამთავრა.