ფეხბურთი

19:43 | 31.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვა ფრანგებზე შურისძიებაზე ფიქრობს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ტიაგუ სილვა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში თამაშზე ოცნებობს.

“ჩემი ოცნება? ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში! არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მეტოქე.

ფინალში შეიძლება შევხვდეთ ესპანეთს და განმეორდება კონფედერაციის თასის ფინალი, როცა 3:0 მოვიგეთ. შესაძლოა შევხვდეთ გერმანიას, ან იტალიას.

ბოლოს კი, როგორც საფრანგეთში მოთამაშე ადამიანი, ფინალში საფრანგეთს ვისურვებდი. კარგი იქნება, თუ 1998 წლის ჩემპიონატისთვის შურისძიების შანსი მოგვეცემა. ეს, ჩვენთვის, დიდი მარცხი და იმედგაცრუება იყო. ის ყველა ბრაზილიელის მეხსიერებაში დარჩა.” – ციტირებს სილვას სიტყვებს Le Parisien-ი.

0.133097