ფეხბურთი

13:03 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვა “ბარსელონასთან” ითამაშებს

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მცველი ტიაგუ სილვა გამოჯანმრთელდა და კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ ფრანგული მედიასაშუალებები იუწყებიან.

ბრაზილიელმა უკანახაზელმა “რენთან” საფრანგეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩი გამოტოვა, რადგან ტკივილი ჯერ კიდევ აწუხებდა. სილვამ მუხლის ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და საწვრთნელი პროცესი ინდივიდუალური კურსით განაგრძო.

უახლოეს პერიოდში, სილვა დასკვნით სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, “ბარსელონასთან” ოთხშაბათს გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

 

თეგებიპსჟსილვა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112336