ფეხბურთი

13:38 | 17.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვა “ბარსელონას” უახლოვდება

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მცველი ტიაგუ სილვა კატალონიის “ბარსელონაში” გადაბარგებასთან ახლოსაა. El Mundo Deportivo-ს ცნობით, თუკი პარიზელებს სპორტული დირექტორი ლეონარდო დატოვებს, სილვას “კამპ ნოუზე” გადასვლის შანსი კიდევ უფრო გაიზრდება.

საგულისხმოა, რომ ბრაზილიელ უკანახაზელს “ბარსელონაში” თამაში სურს და მზადაა, ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებასაც დათანხმდეს. შესაძლოა, სილვამ თავისი სატრანსფერო ღირებულების ნაწილი თავადვე დაფაროს.

ცნობისათვის, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველს პსჟ-სთან კონტრაქტი 2017 წელს ეწურება.

 

0.114642