პორტუგალიელ ნახევარმცველ ტიაგუ მენდეშს მადრიდის “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი ამოეწურა და ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნება გადაწყვიტა. ამის შესახებ “მარკა” იუწყება.
მადრიდელებმა პორტუგალიელს ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზეს, მაგრამ ნახევარმცველს თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღება სურდა. ტიაგუ ჟოზე მოურინიოს გუნდში უსასყიდლოდ გადაბარგდა.
შეგახსენებთ, რომ ტიაგუ “სტემფორდ ბრიჯზე” თითქმის 10 წლის წინათ თამაშობდა. გასულ სეზონში, პორტუგალიელმა მადრიდელთა მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის ავტორი გახდა.