შესაძლოა, კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მიუნხენის “ბაიერნში” აღმოჩნდეს. Cadena Cope-ს ცნობით, “რეკორდმაისტერის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ თავისი ყოფილი შეგირდი “ალიანს არენაზე” გადასვლაში დაარწმუნა.
მოგეხსენებათ, 22 წლის შუახაზელი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასთან იყო ახლოს, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ეს გარიგება ვეღარ შედგება. თუკი ტიაგო “ბაიერნში” გადავა, მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება.
ცნობისათვის, პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში, ტიაგომ 27 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.