ფეხბურთი

4:25 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგოს გმირობა

ოთხშაბათს, მიუნხენის „ბაიერნმა“ „შტუტგარტთან“ გერმანიის ბუნდესლიგის მე–17 ტურის გადატანილი მატჩი ჩაატარა და მძიმე ბრძოლაში, 3 ქულის მოპოვება მოახერხა. აღნიშნული შეხვედრა დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო, პეპ გვარდიოლას შეგირდებს „მერსედეს ბენც არენაზე“ თამაში დღეს მოუწიათ.

„რეკორდმაისტერისთვის“ მატჩი საკმაოდ რთული გამოვიდა და უკანასკნელ წუთამდე დიდი რისკი იყო იმისა, რომ სტუმრებს ქულები დაეკარგათ. 29–ე წუთზე, რეკოშეტის წყალობით, შტუტგარტელთა ფორვარდი ვედად იბიშევიჩი დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და თავისი შანსი გამოიყენა. ამგვარად, მასპინძლები შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ.

მატჩის გმირად კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა იქცა, რომლის გოლითა და საგოლე პასის წყალობითაც, გვარდიოლას გაწვრთნილები შინ 3 ქულით დაბრუნდნენ. 74–ე წუთზე, ბრაზილიური წარმოშობის ესპანელის ჩაწოდებას კლაუდიო პისაროს ზუსტი თავური მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

მატჩის მშვენება იყო ეპიზოდი, რომელიც მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე–3 წუთზე შეიქმნა – რაფინიას ჩაწოდების შემდეგ, ტიაგომ ძალზე ეფექტური ვარდნით გადაგზავნა ბურთი მასპინძელთა კარში და „ბაიერნს“ გამარჯვება მოუტანა – 1:2.

 

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 60500

შტუტგარტი – ბაიერნი 1:2 (1:0)

შტუტგარტი: ულრაიხი, შვაბი, რაუში, საკაი (ბოკა 65), რიუდიგერი, ლაიტნერი, ხედირა, იბიშევიჩი, ჰარნიკი, აბდელაუიე (სარარერი 90), ვერნერი (ტრაორე 86).

მწვრთნელი: ტომას შნაიდერი

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, კროოსი (მანჯუკიჩი 59), ტიაგო, შაქირი (პისარო 60), გიოტცე (კონტენტო 88), მიულერი.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 1:0 იბიშევიჩი (29), 1:1 პისარო (76), 1:2 ტიაგო (90)

გაფრთხილება: ლაიტნერი (22), რიუდიგერი (51), საკაი (57), ბოკა (75), ჰარნიკი (83) – კროოსი (49), დანტე (56), ბოატენგი (83)

კარში დარტყმა: 11 (7) – 24 (14) ჯარიმა: 16 - 13 კუთხური: 2 - 8 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 32% - 68% სეივი: 12 – 6

0.12039