კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლის სურვილი ღიად დააფიქსირა. ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა თავისი სურვილი El Mundo Deportivo-ს გაუმხილა.
“ბაიერნში” თამაში მინდა. იმედია, ეს ტრანსფერი შედგება”, - განაცხადა 22 წლის შუახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ტიაგო საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რითაც ევროპული გრანდების კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო.