ფეხბურთი

13:50 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვამ ვარჯიში განაახლა

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” კაპიტანმა ტიაგო სილვამ ტრავმა თითქმის მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. ფრანგული პრესის ცნობით, 29 წლის ბრაზილიელი საფრანგეთის ჩემპიონატის უახლოეს ტურს გამოტოვებს და “ანდერლეხტთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაბრუნდება.

სილვას გარდა, გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყეს ხავიერ პასტორემ და კრისტოფ ჟალემაც. ხსენებული ფეხბურთელები “ლორიანთან” პარასკევს გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ სილვამ მუხლქვეშა მყესის ტრავმა “მონაკოსთან” სექტემბერში გამართულ მატჩში მიიღო და მას შემდეგ უქმადაა.

 

0.116396