ფეხბურთი

12:26 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვამ “ბარსელონასთან” შეთანხმება უარყო

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს მცველის, ტიაგო სილვას აგენტმა პაულო ტონეტომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი კლიენტი კატალონიურ “ბარსელონას” შეუთანხმდა და მომავალ სეზონს ესპანეთის ჩემპიონატში დაიწყებს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციებით, ტრანსფერი პრაქტიკულად შეთანხმებული იყო და ოფიციალური დასტურიც მალე გაჟღერდებოდა, მაგრამ 28 წლის მოთამაშის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტიაგო სილვას “ბარსელონაში” გადასვლის არანაირი სურვილი არ აქვს და კარიერის პარიზში გაგრძელება უნდა.

“ტიაგო სილვა და მისი აგენტი პაულო ტონეტო “ბარსელობასთან” რაიმე სახის შეთანხმებას უარყოფენ”, - წერს ესპანური Sport-ი.

გარდა ამისა, აგენტმა საერთოდ უარყო კატალონიელებთან შეხვედრის ფაქტი და ისიც აღნიშნა, რომ ტიაგო სილვა პსჟ-სთან გაფორმებული საკონტრაქტო პირობების ბოლომდე შესრულებას აპირებს.

 

0.165722