ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მცველი ტიაგო სილვა კლუბთან ახალ კონტრაქტს აგვისტოში გააფორმებს. L’Equipe-ს ცნობით, ბრაზილიელი პარიზში 2018 წლამდე დარჩება.
28 წლის უკანახაზელის წლიური ანაზღაურება 2 მილიონით გაიზრდება და 12 მილიონი ევრო გახდება. დიდი ალბათობით, მხარეები ხელშეკრულებას 20 აგვისტოს გააფორმებენ. პარიზელებმა სილვასთან სიტყვიერ შეთანხმებას შაბათს მიაღწიეს.
მოგეხსენებათ, ბრაზილიელის ხილვა კატალონიის “ბარსელონას” სურდა, მაგრამ სადღეისოდ, ეს ტრანსფერი თითქმის გამორიცხულია.