მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა ტრავმირებულია და ის მომდევნო კვირაში, “მანჩესტერის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვერ ითამაშებს.
ტიაგომ ტრავმა “ჰოფენჰაიმთან” გამართული თამაშის პირველ ტაიმში მიიღო. Kicker-ის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელს მარცხენა მუხლის მყესი აქვს დაზიანებული. მას სამედიცინო შემოწმება უახლოეს მომავალში ჩაუტარდება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ესპანელი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. არც ისაა გამორიცხული, რომ ტიაგოს 2-3 თვე გაუცდეს.