მიუნხენის “ბაიენის” ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მიიჩნევს, რომ მისი გუნდის გერმანიის ჩემპიონად გამოცხადება ჯერ ადრეა.
“ჩემპიონები ჯერ არ ვართ. ასეთი უპირატესობის მოპოვებას არ ველოდი, მაგრამ სხვაობის გაბათილება ჯერ კიდევ შეიძლება. თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ.
ზეწოლა იმაზე არაა დამოკიდებული, თუ რამდენად შორსაა მე-2 ადგილზე მყოფი გუნდი. ზეწოლა არასდროს კლებულობს.
გვარდიოლა კმაყოფილი შეიძლება თამაშის დასრულებიდან მხოლოდ 5 წამის განმავლობაში იყოს. ამის შემდეგ ის მომდევნო შეხვედრაზე ფიქრს იწყებს.” – ციტირებს ტიაგოს სიტყვებს Goal-ი.