ფეხბურთი

16:29 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო: “ბარსელონაში” არ მენდობოდნენ

კატალონიის “ბარსელონადან” მიუნხენის “ბაიერნში” გადასული ტიაგო ალკანტარა თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს. ბრაზილიური წარმოშობის ესპანელის თქმით, მას კატალონიურ გრანდში არ ენდობოდნენ.

“ბაიერნში” გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. “ბარსელონაში” ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ არ მენდობოდნენ. “ბაიერნი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ბუნდესლიგაში თამაშიც მეტად სასიამოვნოა. “ბაიერნი” “ბარსელონა” არასდროს გახდება და ეს არც პირიქით მოხდება. გვარდიოლა თავის იდეებს გვაცნობს და აქაურ ფეხბურთელებს კლასს უმატებს.

ჩავი ის ფეხბურთელია, რომლისგანაც მაგალითს ვიღებ. მის თამაშს ყოველთვის პირდაღებული ვუყურებ. იმედია, ფეხბურთისთვის იმის მცირე ნაწილს მაინც გავაკეთებ, რაც ჩავიმ შეძლო”, - განუცხადა ტიაგომ გერმანულ პრესას.

 

0.1287