მიუნხენის “ბაიერნის” ახალწვეული ტიაგო ალკანტარა მის ამჟამინდელ და ყოფილ გუნდებზე საუბრის დროს აცხადებს, რომ “რეკორდმაისტერი” და კატალონიის “ბარსელონა” ერთმანეთს გვანან.
“განსხვავება “ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის? ისინი ერთმანეთს გვანან.
“ბარსელონაში” გარს ნამდვილი ოსტატები მეხვივნენ. ასეთივე სიტუაციაა “ბაიერნშიც”. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, როგორიც მე ვარ, ადაპტაციას უადვილებს.” – აცხადებს ტიაგო ალკანტარა.