ფეხბურთი

20:42 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო ალკანტარამ ტრავმა მიიღო

 

მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელმა ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ შაბათს "ნიურნბერგთან" გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო და თავის კლუბს შვიდი კვირა ვერ დაეხმარება. "ბაიერნის" ოფიციალური საიტის ცნობით, ესპანელს მარჯვენა ფეხის ტერფი დაუზიანდა.

ტიაგო ალკანტარა ბუნდესლიგის ოთხ მატჩს - "ფრაიბურგის", "ჰანოვერის", "შალკესა" და "ვოლსბურგის" წინააღმდეგ გამოტოვებს. გარდა ამისა, ის მომდევნო პარასკევს, პრაღაში გასამართ ევროპის სუპერთასზე, მიუნხენურ კლუბს "ჩელსის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

გიორგი ბალახაძე

 

 

0.113097