ფეხბურთი

21:20 | 3.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო ალკანტარამ ბუნდესლიგის 2 რეკორდი დაამყარა

მიუნხენის “ბაიერნსა” და ფრანკფურტის “აინტრახტს” შორის გამართული შეხვედრა (5:0) მასპინძელთა ესპანელი ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას ბენეფისად იქცა. 22 წლის ფეხბურთელს არც გოლი გაუტანია და არც შედეგიანი გადაცემა გაუკეთებია, მაგრამ გუნდის შეტევების მთავარი წარმმართველი სწორედ ის იყო, რასაც ბუნდესლიგის 2 რეკორდის დამყარება მოჰყვა.

“აინტრახტთან” გამართულ შეხვედრაში ტიაგო ბურთს 185-ჯერ შეეხო, რაც ბუნდესლიგისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე რეკორდი (155 შეხება) ბასტიან შვაინშტაიგერს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, ტიაგომ რეკორდული რაოდენობის, 158 გადაცემა გააკეთა, რომელთაგან 148 ზუსტი გამოდგა.

ესპანელი ფეხბურთელის პასის სიზუსტე 93% იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია გრძელი პასების სიზუსტე – 22 გრძელი გადაცემიდან 90% ზუსტი გამოდგა.

0.133385