ფეხბურთი

10:51 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

The Times: “ლივერპული” კონოპლიაკაში 15 მილიონ გირვანქას იხდის

 “ლივერპული” ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს. “წითლებს” დნეპროპეტროვსკის ”დნიპროს” 24 წლის ნახევარმცველის, ევგენი კონოპლიაკას შეძენა სურთ და მზად არიან მასში 15 მილიონი გირვანქა (18 მილიონი ევრო) გადაიხადონ. სწორედ ამდენს ითხოვს “დნიპროს” ხელმძღვანელობა და ლივერპულელთა თავკაცებმაც გადაწყვიტეს ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის მებრძოლი გუნდი კიდევ უფრო გააძლიერონ, - წერს The Times-ი.

აღსანიშნავია, რომ “ლივერპულს” არცთუ ბევრი დრო დარჩა, რადგან სატრანსფერო ფანჯარა პარასკევს იხურება.

შეგახსენებთ, რომ “დნიპროში” კონოპლიაკას თანაგუნდელები ჩვენი ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე და სანდრო კობახიძე არიან.

0.194046