სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს The Telegraph-ი. ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, სერ ალექს ფერგიუსონმა, შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლოს, პენსიაზე გასვლის შესახებ განცხადება გააკეთოს.
ინგლისური გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას “მანჩესტერის” ფეხბურთელებთან დაახლოებულ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. თუ ამ წყაროს მართლაც დაეჯერება, “წითელი ეშმაკების” ფეხბურთელები სერ ალექს ფერგიუსონის პენსიაზე გასვლის საკითხს გოლფის თამაშის დროს განიხილავდნენ.
ინგლისში ვარაუდობენ, რომ თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, ფერგიუსონი ოფიციალურ განცხადებას კვირას, “სუონსისთან” გასამართი მატჩის წინ გააკეთებს.