ფეხბურთი

18:54 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

The Independent: ბეილისთვის “მანჩესტერიც” იბრძოლებს

ავტორიტეტული ინგლისური გამოცემის, The Independent-ის ცნობით, ლონდონის “ტოტენჰემიდან” გარეთ ბეილის “დახსნისთვის” მხოლოდ “რეალი” აღარ იბრძოლებს. ინგლისელი ჟუნრალისტების ინფორმაციით, უელსელი ვარსკვლავისთვის ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედიც” ერთვება.

როგორც ცნობილია, “ტოტენჰემი” გარეთ ბეილში 100 მილიონ ფუნტზე მეტს ითხოვს. ამასთანავე, ლონდონურ კლუბში მიაჩნიათ, რომ “რეალი” 24 წლის მარცხენაფლანგელის შესაძენად საჭირო თანხის გამოყოფას ვერ მოახერხებს.

დიდი ალბათობით, “ტოტენჰემის” ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერც “მანჩესტერი” მოახერხებს, მაგრამ თუ ინგლისურ წყაროს დავუჯერებთ, “წითელი ეშმაკები”, ფულის გარდა, “ტოტენჰემისთვის” ხავიერ ერნანდესის შეთავაზებასაც აპირებენ.

“რეალისგან” განსხვავებით, “მანჩესტერს” პრობლემას ის შეუქმნის, რომ სავარაუდოდ, “ტოტენჰემი” ბეილის ინგლისურ გუნდში გაყიდვას არ დასთანხმდება და გარდა ამისა, “იუნაიტედს” თავად ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება გაუჭირდება.

0.125855