კალათბურთი

10:56 | 15.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტეხასში "სან ანტონიო" მეფობს

ტეხასში "სან ანტონიო" მეფობს. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, დაამარცხა რა დრამატულ ბრძოლაში AT&T CENTER-ში "დალასი" 92:91. "სპურსმა" უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პირველად მოახერხა, რომ "მავერიქსს" რეგულარულში ოთხივე თამაში მოუგო, მათ ასევე ნბა-ს ყველადროის  რეკორდი დაამყარეს: "სან ანტონიო" ზედიზედ 14 წელია რეგულარულში მინიმუმ 50 გამარჯვებას აგროვებს.

ორივე გუნდი დღევანდელ მატჩს მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდა: "სპურსს"ტრავმის გამო აკლდა ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი, ანალოგიური მიზეზით "დალასის" რიგებში არ იყო "მატრიცად" წოდებული შონ მერიონი.

 ტეხასური დერბი მასპინძელთათვის ტრადიციულად დაიწყო. პირველ შეტევას კალათზე მათი უბერებელი ლიდერი ტიმ დანკანი ახორციელებს ხოლმე და ეს ცდა ამჯერადაც წარმატებული გამოდგა - ტიმის საშუალო ტყორცნამ მიზანს უწია 2:0. ორივე გუნდი ცდილობდა დაცვაში ყურადღებით ეთამაშა და მაქსიმალურად დაეცვა პერიმეტრი, რადგან "დალასსაც" და "სან ანტონიოსაც" არაერთი ბრწყინვალე სნაიპერი ყავს. დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული სამწამიან ზონაში, სადაც უპირატესობას მაინც მასპინძლები ფლობდნენ დანკანის ფაქტორის გათვალისწინებით. მიუხედავად ამ ფაქტორისა, "სპურსი" ვერ ახერხებდა ანგარიშში გაქცეოდა მეტოქეს, მაგრამ პირველი მეოთხედის დასრულებამდე 6 წამით ადრე გარი ნილმა სამქულიანი ჩააგდო და საკუთარი გუნდი 56 ქულით წინ გაიყვანა 22:17.

მეორე პერიოდში "დალასის" სათადარიგოებმა ვერ გაართვეს თავი დაკისრებულ ამოცანას და ყველა საკალათბურთო ასპექტში წააგეს "სან ანტონიოს" მეორე ხუთეულთან. 41:41-ზე მასპინძლებმა აიწყვიტეს და 13:0 გაქცევა მოაწყვეს, რითაც სერიოზული განაცხადი გააკეთეს გამარჯვებაზე, თუმცა რიკ კარლაილმა დროულად გადააწყო თამაში. ვინს კარტერმა, დირკ ნოვიცკიმ და კრაუდერმა მორიგეობით ჩააგდეს შორეული ტყორცნები და ნელ-ნელა, მეთოდურად "დალასმა" დაქაჩა თამაში. მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 7:46 წუთით ადრე გერმანელმა "გენიოსმა" კიდევ ერთხელ გაისროლა ზუსტად პერიმეტრიდან და პირველად მატჩში "დალასი" გალიდერდა 78:77. თუმცა გარი ნილმა მომდევნო შეტევაში მეტოქეს სამიანითვე უპასუხა და მასპინძლებმა ისევ გადმოიბარეს ლიდერობა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობა არ დაკარგა და საფინალო სირენამდე 2:26 წუთით ადრე მეტოქესთან წარმატებით ინარჩუნებდა 8 ქულიან ჰანდიკაპს 92:84. დარჩენილ მცირე დროში "მავერიქსის" კალათბურთელებმა ისარგებლეს მეტოქის მოდუნებით, ჯერ ო ჯეი მეიომ ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, შემდეგ რთული პოზიციებიდან ვინს კარტერმა და დირკმა "გლიჯეს" სამქულიანები დაუკანასკნელი მეოთხედის დასრულებამდე 28 წამით ადრე სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა 92:91. არგენტინელმა მანუ ჯინობილიმ ვერ ისროლა წარმატებით და "დალასმა" მატჩის მოგების შანსი მიიღო. გადამწყვეტი სროლა გამოცდილმა ვინს კარტერმა შეასრულა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად, რამაც მასპინძლეთა მორიგი გამარჯვება დააფიქსირა.

შეხვედრის MVP ტიმ დანკანი გახდა, რომელმაც პარკეტზე 35:50 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 28 ქულა, 19 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მოუტანა. სტუმართა რიგებში კი გამოირჩა გერმანელი დირკ ნოვიცკი, რომლის მონაგარი ორმაგი დუბლი გახლდათ 21 ქულა+11მოხსნა.

დღევანდელი წარმატების შემდეგ "სან ანტონიომ"(50-16) კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა საკუთარ სამხრეთ დასავლეთ დივიზიონსა და დასავლეთ კონფერენციაში, ხოლო "დალასის"(30-34) მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ისინი 6 მოგებით ჩამორჩებიან პლეიოფში გამსვლელ მე-8-ე ადგილს, რომელიც ამჟამად კობი ბრაიანტს და მის "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უკავიათ.

 

სან ანტონიო - დალასი 92:91 (22:17, 28:24, 23:25, 19:25)

სან ანტონიო: ჯოზეფი (4), გრინი (8), ლეონარდი (12), სპლიტერი (8), დანკანი (28+14მ); ჯექსონი, დიაუ (9), ჯინობილი (7), ნილი (16), ბლერი

დალასი: მ. ჯეიმსი (10), მეიო (10), კამანი (6), კრაუდერი (5), ნოვიცკი (21+11მ); რაიტი (10),კარტერი (10),კოლისონი (12), ბრენდი (7)

 

პორტლენდი - ნიუ იორკი 105:90 (22:30, 29:18, 27:14, 27:28)

პორტლენდი: ლილარდი (26+10პ), მეტიუსი (14), ჰიქსონი (12+16მ), ოლდრიჯი (22+10მ), ბატუმი (16); ლეონარდი, მეინორი (8), ბარტონი (7)

ნიუ იორკი: შამპერტი (6), კოუპლენდი (9), ჩენდლერი, მარტინი (12), ფელტონი (11); პრიჟიონი (2), კიდი (3), სმიტი (33), ნოვაკი, კემბი (8)

 

 დასავლეთ კონფერენცია

1. სან ანტონიო
66 50 3 3 16 6880:6350 0.758
2.   65 48 4 1 17 6925:6308 0.738
3.   63 44 3 1 19 5912:5635 0.698
4.   66 45 0 1 21 6659:6230 0.682
5.   66 44 3 1 22 6999:6677 0.667
6. გოლდენ სტეიტი
66 37 2 2 29 6642:6649 0.561
7.   65 35 0 3 30 6947:6712 0.538
8. ლეიკერსი 66 34 2 0 32 6757:6679 0.515
9. იუტა 65 33 3 2 32 6383:6429 0.508
10. დალასი 64 30 1 8 34 6479:6537 0.469
11. პორტლენდი 64 30 5 1 34 6279:6378 0.469
12. მინესოტა 62 22 1 1 40 5862:6064 0.355
13. საკრამენტო 66 23 0 4 43 6560:6912 0.348
14. ნიუ ორლეანი
65 22 1 3 43 6140:6373 0.338
15. ფინიქსი 65 22 3 2 43 6137:6527 0.338

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. მაიამი 63 49 5 1 14 6508:6041 0.778
2. ინდიანა
64 40 2 3 24 6031:5743 0.625
3. ნიუ იორკი
63 38 0 1 25 6246:6063 0.603
4. ბრუკლინი
65 38 5 0 27 6191:6135 0.585
5. ჩიკაგო
64 35 3 1 29 5892:5875 0.547
6. ბოსტონი
64 35 7 4 29 6139:6127 0.547
7. ატლანტა
64 35 4 1 29 6215:6193 0.547
8. მილუოკი
63 32 3 2 31 6233:6299 0.508
9. ტორონტო
65 25 2 7 40 6348:6454 0.385
10. ფილადელფია
64 24 2 1 40 5915:6161 0.375
11. კლივლენდი
64 22 0 1 42 6244:6461 0.344
12. დეტროიტი
67 23 0 3 44 6323:6592 0.343
13. ვაშინგტონი
63 21 0 5 42 5792:5988 0.333
14. ორლანდო
65 18 0 3 47 6126:6533 0.277
15. შარლოტი
64 14 3 1 50 5954:6593 0.219
თეგებინბა
0.163248