ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, დღეს გამთენიისას, სტარტი აიღო "ALL STAR"-ის კვირეულმა, რომელიც გაიხსნა ამომავალ ვარსკვლავთა მატჩით. ნბა-ს ახალბედები მეორეწლიანთა ნაკრებს დაუპირისპირდნენ. გუნდებს სათავეში თNთ-ის საკალათბურთო ანალიტიკოსები, შაკილ ონილი (ახალბედები) და ჩარლზ ბარკლი (მეორეწლიანები) ედგნენ.
შეხვედრა შოუს სახეს ატარებდა და ჩავარდნილი ქულების რაოდენობით რეკორდიც დამყარდა. "ჩაკის" გუნდმა "შაკის" გუნდს შანსი არ დაუტოვა და 28 ქულიანი სხვაობით გაანადგურა - 163:135.
ორივე გუნდის კალათბურთელები დაცვაში თამაშით თავს არ იკლავდნენ, პირიქით, ხშირად მეტოქეს ხელს არ უშლიდნენ ლამაზი კომბინაციების გათამაშებაში და თვითონაც ცდილობდნენ ეფექტურად ემოქმედათ შეტევაში. ახალბედათა ნაკრებიდან თავი გამოიჩინა ნიკოლა ვუჩევიჩმა, რომელმაც მეტოქეს ორი სამქულიანი ჩაუგდო და შეხვედრა 15 ქულით დაასრულა, რამოდენიმე ძალიან ეფექტური პასი შემოგვთავაზა ესპანელმა "ფანტაზისტა" გამთამაშებელმა რიკი რუბიომ, კაირი ირვინგმა ერთ ეპიზოდში ისეთი ფინტები გაუკეთა "დეტროიტის" ძირითად გამთამაშებელ ბრენდონ ნაითს, რომ იგი მოცელილივით დაეცა პარკეტზე, გასული სეზონის დრაფტის ლიდერმა კი მშვიდად გადაგზავნა ბურთი კალათში. მატჩის კულმინაცია ბოლო წუთებზე გახლდათ, როდესაც ორივე გუნდის კალათბურთელები ერთმანეთის მიყოლებით ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო ეფექტურად ჩატენიდა ბურთს კალათში. ამ კომპონენტში გამოირჩა "დენვერის" ფორვარდი კენედ ფარიდი, რომელმაც 22 წუთში 40 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა და შეხვედრის MVP-ის ტიტულიც დაისაკუთრა.
გიორგი ბარბაქაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეგონა, რომ ფარიდი ან ბლედსოუ მოიგებდნენ ჩატენვებს, ისე ამ ბოლო დროს თითქოს მუღამი აკლია ამ კონკურსს, ძირითადად ახალბედები გამოდიან. მივიდნენ ლებრონი და კობი, ჯორდანი და უილკინსი თუ ეჯიბრებიდნენ ესენი რა უფრო მაგრები არიან?
იმის გამო რომ ახალი საიტის "ჭკუაზე მოყვენა" რაღაც დროით ჭიანურდება, დროებით ვაბრუნებთ ძველ ვარიანტს. ამ რამდენიმე დღისთვის დიდ ბოდიშს გიხდით. ცვლილელები ყოველთვის მტკივნეულია ამიტომ ძალიანაც ნუ დაგვძრახავთ, ჩვენ ვცდილობთ საიტი უფრო ფუნქციონალური გახდეს და ამას გავაკეთებთ თქვენთან ერთად. ბევრი გვწერს საყვედურით და გასაგებიცაა, კარგი იქნება კონკრეტული შენიშვნები მოიწეროთ stripslashes((strlen('admin')>0?'admin@worldsport.ge':'admin@worldsport.ge'))
როდისა ალლსტარი
ერთი "რუქი" იყო ხოლმე, მეორე "სოფმორე", ახალბედები ვერ დაერქევიან იმ ტიპებს ორი წელია რო დაგლიჯინებენ უკვე ნბა-ში
ხო ეთანხმები?
საგოლ ერე, შენ უნდა წერდე ნბა-ზე. ისე, ამ სტატიას 2 ავტორი ყავს თუ რა არის ეს 2 ხელმომწერი: გიორგი ბრბაქაძე და ნინია ნადირაძე?!
ახალბედები და მეორეწლიანები არაფერ შუაშია. ორივე "ჯგუფს" "რუქის" ეძახიან და ჩაკმა და შაკმა დრაფტი მოაწყვეს პირდაპირ ეთერშია ამ კვირაში და ისე აირჩიეს მოთამაშეები ამ "რუქიებიდან"