ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი კარლოს ტევესი სათამაშო კონდიციებს იღდგენს და “რომასთან” მატჩისთვის ემზადება. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება.
არგენტინელი სამშობლოში იმყოფებოდა და არდადეგები ერთი დღით მეგობარი გოგონას ორსულობის გამო გაიხანგრძლივა. ტევესი ტურინში ოთხშაბათს დაბრუნდა და წვრთნას შეუდგა.
ამგვარად, სამხრეთამერიკელი “რომასთან” 5 იანვარს გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.