ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა კარლოს ტევესმა რომის “ლაციოსთან” მატჩის შემდეგ (4:0) ჟურნალისტებს თავისი ემოციები გაუზიარა. არგენტინელმა გუნდის თავკაცი ანტონიო კონტე ლეგენდარულ ალექს ფერგიუსონს შეადარა.
“კონტე ფერგიუსონს ჰგავს. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ისევე, როგორც შოტლანდილს. უკანასკნელი მატჩებით კმაყოფილი ვარ. გარკვეული დრო გამიცდა, მაგრამ ფიზიკურად მზად ვარ. კონდიციების სრულად აღსადგენად მოკლე პერიოდიც მეყოფა”, - უთხრა ტევესმა Goal-ს.
შეგახსენებთ, რომ ტევესი “იუვენტუსს” მიმდინარე სატრანსფერო სეზონში შეუერთდა, იქამდე კი, “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავდა.