წუხელ “იუვენტუსის” არგენტინელმა შემტევმა, კარლოს ტევესმა “ვერონას” (2:2) ორი გოლი გაუტანა და ჯამში თავილი გოლების რიცხვი 13-მდე გაზარდა. ეს ერთით ნაკლებია, ვიდრე საუკეთესო ბომბარდიერს, ამჟამად ტრავმირებულ ჯუზეპე როსის აქვს.
თუმცა ტევესი ფიქრობს, რომ მთავარი ჩემპიონობაა და თვითონ რამდენს გაიტანს, მნიშვნელობა არ აქვს: “ვერ ვიქნები “ვერონასთან” მატჩით კმაყოფილი. მართალია დუბლი შევასრულე, მაგრამ თამაში ვერ მოვიგეთ. მე სკუდეტო მაინტერესებს და არა ჩემი შესაძლო 20 გოლი სეზონში.” – უთხრა ტევესმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს.