ფეხბურთი

11:31 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტევესი კვლავ ნაკრების მიღმა დარჩა

 არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ მომავალი ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მიუხედავად კარგი სათამაშო ფორმისა, "ალბისელესტეს" განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კარლოს ტევესი. როგორც ჩანს, ალეხანდრო საბელიას მსგავსად, ტევესს ნაკრებში თამაში, არც მარტონოს თავკაცობის პერიოდში ეღირსება.

11 ოქტომბერს არგენტინა ბრაზილიას ეთამაშება, ხოლო 14 ოქტომბერს "ალბისელესტე" ჰონგ კონგს დაუპირისპირდება. მარტინოს რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: სერხიო რომერო ("სამპდორია", იტალია), გუზმანი ("ტიგრესი", მექსიკა)

მცველები: მუსაკიო ("ვილიარეალი", ესპანეთი), საბალეტა, დემიკელისი (ორივე "მანჩესტერ სიტი", ინგლისი), როხო ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ვერჯინა ("სანდერლენდი", ინგლისი), ფერნანდესი ("სუონსი", ინგლისი)

ნახევარმცველები: მასკერანო ("ბარსელონა", ესპანეთი), ბილია ("ლაციო", იტალია),  პასტორე (პსჟ, საფრანგეთი),დი მარია ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ლამელა ("ტოტენჰემი", ინგლისი), პერეირა ("იუვენტუსი", იტალია), პერესი, გაიტანი (ორივე "ბენფიკა", პორტუგალია),

თავდამსხმელები: მესი ("ბარსელონა", ესპანეთი), იგუაინი ("ნაპოლი", იტალია), აგუერო ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი)

გიორგი ბალახაძე

0.50127