მთავარი მწვრთნელის შეცვლა კარლოს ტევესის მომავალზე არ იმოქმედებს და არგენტინელი “იუვენტუსში” დარჩენას გეგმავს.
გასულ სეზონში, ტევესი ტურინულ კლუბში შესანიშნავად გამოიყურებოდა და მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტეც ძალიან ენდობოდა, მაგრამ მისი გადადგომის შემდეგ მაშინვე გავრცელდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი გუნდს დატოვებდა. თუმცა, გუშინ SkySports-მა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტევესის კომენტარი გაავრცელა:
“ამაზე კლუბის ხელმძღვანელებთან არასოდეს მისაუბრია და “იუვენტუსიდან” წასვლაზე არც კი მიფიქრია. კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს და კარიერის დასრულება ტურინში მსურს.” – განაცხადა ტევესმა.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის არგენტინელი თავდამსხმელი “იუვენტუსში” შარშან “მანჩესტერ სიტიდან” 10 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა და ტურინული გუნდის შემადგენლობაში 45 მატჩში 21 გოლის გატანა შეძლო.
ლევან გოგოტიშვილი