ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ფორვარდი კარლოს ტევესი, იტალიაში თამაშით კმაყოფილია და წასვლას არსად აპირებს.
30 წლის ფეხბურთელისთვის, გუნდების ხშირი ცვლა ახალი ხილი სულაც არაა. 2013 წელს, სერია A-ში ინგლისის პრემიერლიგიდან გადავიდა და საკუთარი კარიერით სრულებით კმაყოფილია.
“იტალიის ჩემპიონატში, მაღალი კლასის ფეხბურთელები მრავლად არიან, თავად პირველობა კი, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. არც ღირს საუბარი - “იუვენტუსში” კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დავრჩები”, - განაცხადა ტევესმა, რომელმაც სერია A-ს განვლილ 3 მატჩში, 2 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მას “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.