ფეხბურთი

11:10 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტევესი: “30 გოლიც რომ გავიტანო, ნაკრებში არ გამომიძახებენ”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრის პატარა იმედიც აღარ აქვს.

“30 გოლიც რომ გავიტანო, არგენტინის ნაკრები ბრაზილიურ მუნდიალზე მაინც უჩემოდ ჩავა. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორ მინდა ეროვნულ გუნდში დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული. შეიძლება ეს ფაქტი ასე მძიმედ არ განმეცადა, რომ არა ნაკრებთან დაკავშირებული ბოლო მოგონება – 2011 წლის ამერიკის თასის მეოთხედფინალში, ურუგვაის კარში ვერგატანილი პენალტი” – განაცხადა კარლოს ტევესმა.

0.120761