ფეხბურთი

14:57 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

თეთრაძემ ბოლო ადგილს თავი დააღწია

ბელარუსის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-14 ტურში, ბრესტის “დინამომ” საკუთარ მოედანზე გროდნოს “ნემანს” ვერ მოუგო – 1:1.

მასპინძელთა შემადგენლობაში უჩა გოგოლაძე 57-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო დათა სიჭინავა - მე-60-ეზე. ოთარ ჩაფიძე სამატჩო განაცხადში არ იყო. ბრესტელებს 15 ქულა აქვთ და 12 გუნდში მე-8 ადგილი უკავიათ.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-19 ტურში, გარგჟდაის “ბანგამ” გასვლაზე “შიაულიაის” 1:0 მოუგო.

“ბანგას” რიგებში თამაზ ჩარგეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ვაჟა ბედოიძე თამაშში 48-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ირაკლი ღერკენაშვილი – 89-ეზე. გიორგი ნიქაბაძე და გიორგი ქავთარაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იყვნენ. “ბანგა” 17 ქულით 9 გუნდში მე-7 პოზიციაზეა.

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში, “ათირაუმ”, სადაც გიორგი ფეიქრიშვილი გამოდის, ყარაგანდაში ადგილობრივ “შახტიორთან” 2:3 წააგო. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა. “ათირაუს” 17 ქულა აქვს და 12-გუნდიან პირველობაზე მე-7 ადგილზეა.

“ჟეტისუმ”, რომლის მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძეა, “ირტიშს” სტუმრად 1:0 მოუგო. ამ გამარჯვების შემდეგ, “ჟეტისუს” 14 ქულა დაუგროვდა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.

ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა ყაზანის “რუბინი” მორიგ ამხანაგურ მატჩში ბუქარესტის “სტიაუს” დაუზავდა - 0:0.

“რუბინში” სოლომონ კვირკველიამ მე-2 ტაიმი ითამაშა, ხოლო ნიკა კაჭარავა შეცვლაზე 75-ე წუთზე შევიდა.

ავსტრიულ შეკრებაზე ჩატარებულ პირველ მატჩში, “სევასტოპოლმა”, რომელშიც მათე ღვინიანიძე ირჯება, რუმინულ “ვასლუის” 4:0 მოუგო. ქართველმა მცველმა პირველი ტაიმი ითამაშა. 

0.111138