ფეხბურთი

15:28 | 23.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

თეთრაძე ყაზახეთში აუტსაიდერია

ყაზახეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-12 ტურში, “ატირაუმ”, სადაც გიორგი ფეიქრიშვილი ასპარეზობს, სტუმრად “ტობოლთან” 1:2 წააგო. ქართველი განაპირა ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. “ატირაუს” 13 ქულა აქვს და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება.

გათამაშების აუტსაიდერმა “ჟეტისუმ”, რომლის მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძეა, გასვლაზე “ორდაბასი” 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო დავით ჩაგელიშვილი. გამარჯვების მიუხედავად, “ჟეტისუს”  9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-13 ტურში, გარგჟდაის “ბანგამ”, რომელიც ქართველი ლეგიონერების სიმცირეს არ უჩივის, პანევეჟისში ადგილობრივ “ეკრანასთან” 1:4 წააგო. “ბანგას” შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა თამაზ ჩარგეიშვილმა. სასტარტოში იყო გიორგი ნიქაბაძე, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს. 18-კაციან განაცხადში მოხვდნენ ვაჟა ბედოიძე და ირაკლი ღერკენაშვილი, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწიათ. “ბანგას” 13 ქულა აქვს და 9 გუნდში მეშვიდეა.


 

თეგებითეთრაძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169082