ფეხბურთი

14:20 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

თეთრაძე “ჟეტისუდან” წასვლას არ გეგმავს

ყაზახეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე “ჟეტისუს” მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძე გუნდიდან წასვლას არ გეგმავს.  

ამის შესახებ მან ინტერნეტგამოცემა sports.kz-სთან საუბარში განაცხადა:

“საფეხბურტო კლუბ “ჟეტისუსთან” მოქმედი კონტრაქტი მაქვს, რომელიც ორ წელიწადზე გათვლილი. ჯერჯერობით ხელშეკრულების გაწყვეტაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ჩვენი ყურადღება მთლიანად 2 ნოემბრის მატჩზეა მიპყრობილი, როდესაც მომავალი სეზონისთვის გუნდის ბედი გადაწყდება”.

გარდა ამისა, თეთრაძემ აღნიშნა, რომ “ჟეტისუში” ფინანსურად ნორმალური ვითარებაა და როგორც ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელები კუთვნილ ხელფასს დროულად იღებენ. 

თეთრაძე “ჟეტისუს” სათავეში სეზონის დასაწყისში ჩაუდგა და მისი გუნდი ყაზახეთის პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

 

0.10547