ფეხბურთი

21:54 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტერორიზმი და ევროთასები

რუსეთის უკრაინის მიმართ წარმოებული აგრესიის გამო ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კონტინენტის თასების საკვალიფიკაციო ეტაპებზე ამ ქვეყნის კლუბების დაპირისპირება  გამორიცხა. უეფას ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთისა და უკრაინის გუნდები ერთმანეთს ვითარების ნორმალიზაციამდე არ შეხვდებიან.

ამასთან უეფამ კიევისა და ლვოვის გარდა, კიდევ 2 უკრაინულ ქალაქს, დნეპროპეტროვსკსა და ოდესას ევროთასების პაექრობის მასპინძლობის ნება დართო.

ისრაელის კლუბებს რაც შეეხება, პალესტინელი ტერორისტების მხრიდან მოსალოდნელი სარაკეტო იერიშების გამო ებრაელებს ნეიტრალური სტადიონების მოძიება მოუწევთ საევროთასე ასპარეზობების სამასპინძლოდ.

თეგებიუეფა
0.12238