ლონდონის “ჩელსის” კაპიტან ჯონ ტერის იმედი აქვს, რომ მისი თანაგუნდელი და დიდი ხნის მეგობარი ფრენკ ლამპარდი “სტემფორდ ბრიჯს” არ დატოვებს. ვეტერან უკანახაზელს მიაჩნია, რომ 34 წლის ლამპარდს “ჩელსისთვის” სარგებლის მოტანა შემდეგ სეზონშიც შეუძლია.
“ფრენკს “ჩელსისთვის” დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. ის გუნდში ყველას ჯობნის. ლამპარდს ასეთ დონეზე თამაში შემდეგ სეზონშიც შეეძლება და იმედია, გაისადაც ჩვენთან იქნება”, - განუცხადა ტერიმ Sky Sports-ს.
შეგახსენებთ, რომ ლამპარდს “ჩელსისთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ჯერჯერობით, ლონდონელებს ვეტერანი შუახაზელისთვის ახალი ხელშეკრულება არ შეუთავაზებიათ.