ფეხბურთი

13:37 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

თერიმი: “იმედია, ეს ბოლო ჩავარდნაა”

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა, ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში ისლანდიასთან სტუმრად განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საბოლოო შედეგი კანონზომიერი იყო. შპეციალისტმა, მატჩის ერთ-ერთ საკვანძო ეპიზოდად, ომერ ტოპრაკის გაძევება დაასახელა. ამ ფეხბურთელმა 59-ე წუთზე, მაშინ, როდესაც თურქეთი მინიმალური ანგარიშით აგებდა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები მინდორზე კაცნაკლულნი დარჩნენ. ოციოდ წუთში კი, უკვე სამი ბურთით ჩამორჩნენ.

“ძალიან იმედგაცრუებული ვარ. გუნდი თამაშს სრულ მზადყოფნაში ვერ შეხვდა, რაც მინდორზეც გამოჩნდა. ვულოცავ ისლანდიას დამსახურებულ მოგებას. სამი ქულა ეკუთვნოდა და მოიპოვა კიდეც. ტოპრაკის გაძევება რომ არა, ეგებ, ფრედ გვეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, რაც მოხდა, მოხდა. იმედია, მეტი ჩავარდნა აღარ გვექნება”, – განაცხადა ფათიჰ თერიმმა.

 

ვასილ მშვილდაძე


 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122394