ფეხბურთი

18:14 | 13.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტერიმ შესაძლოა ევროპის ლიგის ფინალი გამოტოვოს

ლონდონის “ჩელსის” ცენტრალურმა მცველმა ჯონ ტერიმ, შესაძლოა, 15 მაისს, ევროპის ლიგის ფინალში, ლისაბონის “ბენფიკას” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს. ამის შესახებ, ინგლისური პრესა იუწყება.

პრემიერლიგის განვლილ ტურში, ბირმინგემის “ასტონ ვილასთან” მატჩში, ტერიმ კოჭი დაიზიანა და თამაშის შემდეგ, სტადიონი, სპეციალური ფიქსატორიან ფეხსაცმელში დატოვა.

“კოჭის პრობლემები მაქვს. უახლოს ხანში, სკანირებასა და ტესტებს გავივლი. ჯერ არ ვიცი, ოთხშაბათს ვითამაშებ თუ არა” – თქვა ტერიმ.

თუ “ბენფიკას” წინააღმდეგ ტერი ვერ ითამაშებს, ინგლისელი ფეხბურთელისთვის ევროტურნირებზე ეს ერთი წლის განმავლობაში ზედიზედ მეორედ გამოტოვებული ფინალი იქნება. შეგახსენებთ, რომ შარშან მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბაიერნის” წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის მიზეზით ვერ იასპარეზა.

 


თეგებიტერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119485