“მანჩესტერ სიტისთან” გამარჯევბის შემდეგ, ლონდონის “ჩელსის” მცველმა ჯონ ტერიმ ბრიტანულ მედიასაშუალებებს კომენტარი მისცა. ვეტერანი ინგლისელის თქმით, ლონდონელები მეტოქის თამაშს 2 დღის განმავლობაში სწავლობდნენ.
“კარგი მატჩი ჩავატარეთ და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. “სიტის” ძლიერ და სუსტ მხარეებს 2 დღის განმავლობაში ვარჩევდით. ეს მოურინიოს მუშაობის სტილია. აუცილებლად უნდა მოგვეგო, რადგან “ვესტ ჰემთან” ქულები დავკარგეთ და კონკურენტებს ჩამოვრჩით”, - ციტირებს უკანახაზელის სიტყვებს BBC-ი.
შეგახსენებთ, რომ “ჩელსიმ” “სიტის” ბრანისლავ ივანოვიჩის გოლის წყალობით სძლია.