ლონდონის “ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი გამოჯანმრთელდა და ის შაბათს “ევერტონის” წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.
ტერიმ კუნთის ტრავმა 3 თებერვალს მიიღო და მას შემდეგ, 33 წლის ფეხბურთელმა გუნდის 4 თამაში გამოტოვა.
კაპიტნის დაბრუნებამ ძალიან გაახარა ჟოზე მოურინიო, რადგან “ევერტონის” წინააღმდეგ გუნდს მე-2 ცენტრალური მცველი, დავიდ ლუისი ვერ დაეხმარება.
“ლუისისა და ტერის გარეშე თამაში რომ გვიწევდეს, ძალიან გაგვიჭირდებოდა.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports-ი.