ფეხბურთი

13:03 | 20.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტერი: “ჩელსის” ისტორიაში საუკეთესო ლამპარდია”

“ჩელსიში” ბევრ დიდებულ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ ისტორიაში საუკეთესოდ ფრენკ ლამპარდი მიმაჩნია. ჩვენ ის ყველას გვიყვარს და დავეხმარებით, რომ “ლურჯების” მაისურით გატანილი გოლების რეკორდი დაამყაროს. შემიძლია ორი ფეხბურთელი გამოვყო, ვისაც 10-15 წლის განმავლობაში სტაბილურად უთამაშია და გაუტანია პრემიერლიგაში, ესენი არიან ლამპარდი და გიგზი. საოცარია, ასეთ ასაკში კიდევ რამდენი გოლი გააქვს ფრენკს”, – ამბობს “ჩელსის” კიდევ ერთი ლეგენდა ჯონ ტერი.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის ლამპარდს “ჩელსის” შემადგენლობაში 200 გოლი აქვს გატანილი - ორით ნაკლები, ვიდრე რეკორდსმენ ბობი ტემბლინგს.

ამასობაში, ლამპარდი ინგლისის ნაკრების დამრიგებელ როი ჰოჯსონთან აპირებს მოლაპარაკებას. საქმე ისაა, რომ მას ზაფხულში “არისტოკრატებთან” კონტრაქტი უმთავრდება და დიდი შანსია, ოკეანის გაღმა, “ლოს ანჯელეს გელექსიში” გადავიდეს. თუმცა ჰოჯსონი ამბობს, რომ თუ ლამპარდს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა სურს, ევროპაში უნდა თამაშობდეს. ლამპარდს ინგლისის ნაკრებში 94 მატჩი აქვს ჩატარებული. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134358