მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ FIFA-მ “ბარსელონას” ტრანსფერებზე დაწესებული შეზღუდვა შეაჩერა, კატალონიურ კლუბში “გლადბახის” ახალგაზრდა მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გადასვლა კვლავ აქტუალური თემა გახდა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ტერ შტეგენის “ბარსელონაში” გადასვლაზე ბევრი დაიწერა. მხარეები შეთანხმებას უარყოფდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც FIFA-მ “ბარსას” ტრანსფერები აუკრძალა, ფეხბურთელის აგენტი გამოტყდა, რომ გარკვეული შეთანხმება უკვე არსებობს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ კატალონიურ კლუბში არა, ტერ შტეგენი სხვა გუნდში აუცილებლად გადავიდოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ის კარიერას მაინც “ბარსელონაში” განაგრძობს.