მიონხენგლადბახის “ბორუსიას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა განაცხადა, რომ გულშემატკივრები მისი მომავლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაიგებენ.
“უახლოეს მომავალში ყველაფერს ვიტყვი. წავალ თუ დავრჩები? ყველაფერს მოგვიანებით გაიგებთ. განცხადებას აუცილებლად გავაკეთებ.” – ციტირებს ტერ შტეგენის სიტყვებს Bild-ი.
როგორც ცნობილია, ტერ შტეგენის შეძენით “ბარსელონაა” დაინტერესებული. კატალონიელებმა დაადასტურეს, რომ 21 წლის მეკარეს ისინი ვიქტორ ვალდესის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავენ. ასევე ცნობილია, რომ “ბარსა” ახალი მეკარის ვინაობას 2014 წლის იანვარში გაამხელს.