ფეხბურთი

11:36 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტერ-შტეგენი თითქმის ბარსელონელია

მიონხენგლადბახის “ბორუსიას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მომავალი სეზონიდან “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს. შესაძლო ტრანსფერი, რომელზეც ევროპულმა სააგენტოებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება, ჯერ ოფიციალურად ხელმოწერილი არაა, მაგრამ მხარეებმა უკვე ერთმანეთში ყველა დეტალზე მოილაპარაკეს.

ერთ-ერთი გერმანული გამოცემის ცნობით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა “ბარსელონაში” უკვე სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, მაგრამ არც ამ საკითხის და მით უმეტეს, არც ტრანსფერის პირობებზე ოფიციალურ განცხადებას ჯერ არავინ აკეთებს. იმავე წყაროს ინფორმაციით კი კატალონიელები სასურველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდიან. 

0.122774