მიონხენგლადბახის “ბორუსიას” მეკარე მარკ-ანდრე შტეგენს ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, კლუბთან გაახანგრძლივოს კონტრაქტი თუ სხვა გუნდში გადავიდეს. გერმანული სააგენტოების ცნობით, ამ ეტაპზე ახალგაზრდა ფეხბურთელი “ბორუსიაში” დარჩენასთან უფრო ახლოსაა.
“კლუბის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ და ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურად მიდის. ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომელიც ჩემი კარიერისთვის უკეთესი იქნება” – უთხრა ტერ შტეგენმა ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას.
შეგახსენებთ, “ბორუსიას” გოლკიპერის შეძენით “ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბია დაინტერესებული.