გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “გლადბახის” ახალგაზრდა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი “ბარსელონასთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
უკვე ცნობილია, რომ ტერ შტეგენი “გლადბახთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. დიდი ალბათობით, ის “ბარსელონას” მიაშურებს. თუ გერმანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, 21 წლის ფეხბურთელმა კატალონიელებთან პირადი ხელშეკრულების დეტალები უკვე შეათანხმა და ის ხელს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს.