ფეხბურთი

23:26 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენი: "ბარსელონაში" მივდივარ და ესპანურს ვსწავლობ"

 

"გლადბახის" მეკარემ მარ-ანდრე ტერ შტეგენმა განაცხადა, რომ "ბარსელონასთან" შეთანხმებას მიაღწია და შემდეგ სეზონში კატალონიურ კლუბში იასპარეზებს.

22 წლის ახალგაზრდა მეკარემ გერმანულ კლუბთან იანვარში ახალი ხელშეკრულება იუარა და გუშინ, "ვოლსბურგის" წინააღმდეგ ბოლო მატჩი ჩაატარა.

"ახალ კლუბში ვითამაშებ და ამჟამად ესპანურს ვსწავლობ. მე მივდივარ დიდებულ კლუბში, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა. ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალებს ვერ გეტყვით." _ განუცხადა გერმანულ სამაუწყებლო არხ ZDF-ს შტეგენმა.

გერმანელ მეკარეს "გლადბახთან" კონტრაქტი 2015 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. თუ რამდენის გადახდას აპირებს კატალონიური კლუბი ტერ შტეგენში ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი ბალახაძე

0.119035