კალათბურთი

14:20 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტეოდოსიჩმა იტალიასთან მარცხი ვერ აიტანა

სერბმა კალათბურთელმა მილოშ ტეოდოსიჩმა იტალიის და სერბეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის დროს ერთ-ერთ მსაჯს ბურთი ესროლა, თუმცა, სასჯელს გადაურჩა.

აღნიშნული შეხვედრა იტალიური ტურნირის ეგიდით მიმდინარეობდა და გამარჯვებული მთავარი პრიზის მფლობელი ხდებოდა. ბოლო მეოთხედის შუაწელს, როდესაც მასპინძელთა უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა, მილოშმა ჯავრის არბიტრებზე ამოყრა გადაწყვიტა და ერთ-ერთ მსაჯს ბურთი სახეში “გაუქანა”...

ცხადია, სერბმა ყოველივე შემთხვევითოვას დააბრალა და თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ უბრალოდ არბიტრისთვის ბურთის გადაგდებას ცდილობდა და სროლა ზედმეტად ძლიერად მოუვიდა.

ტეოდოსიჩი სასჯელს კი გადაურჩა, თუმცა, მალევე ფეხი გადაიბრუნდა და მოედანი კოჭლობით დატოვა. რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, ჯერჯერობით, უცნობია.

ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა იტალიელებმა 80:71 მოიგეს და ტრიესტეს ტურნირის გამარჯვებულებიც გახდნენ. მანამდე, აპენინელებმა კანადას 74:71 სძლიეს, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინა 99:71 გაანადგურეს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის შესარჩევი ციკლში იტალიელები G ჯგუფში რუსეთს და შვეიცარიას გაეჯიბრებიან, სერბებს კი ევრობასკეტ-2015-ის საგზური გასული ევროპირველობის შედეგებით, უკვე დაბევებული აქვთ.

ტეოდოსიჩის ინციდენტი

https://www.youtube.com/watch?v=4VatDs_hLw0

0.110925