კალათბურთი

22:53 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტეოდოსიჩი ნბა-ს არ გეგმავს

სერბეთის საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა მილოშ ტეოდოსიჩმა აღნიშნა, რომ კარიერის ნბა-ს რომელიმე კლუბში გაგრძელებას არ აპირებს.

“გასულ ზაფხულს მოსკოვის ცსკა-სთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე, რომელიც ერთ სეზონზეა გათვლილი. როდესაც ის ამოიწურება, უკვე 30 წლის ვიქნები, ამდენად, ნბა-ში თამაში, ალბათ, უკვე გვიან იქნება”, - განაცხადა ტეოდოსიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მილოში ესპანეთში იმყოფება და რამდენიმე წუთში აშშ-ს ეროვნულ გუნდთან ფინალური მატჩი ელის. ამჟამად, ტეოდოსიჩის საშუალო მონაგარი 14 ქულა, 2.4 მოხსნა და 4.1 პასია.

0.121216