სხვა

0:14 | 22.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

თემურ პერტაია ათეულს მიღმა დარჩა

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრმა თემურ პერტაიამ ევროპის ჩემპიონატი მე-12 ადგილით დაასრულა. 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 15 წლის ქართველმა, რომელსაც ევროფიცარნაგზე დებიუტი ჰქონდა, B  ჯგუფში გამოვიდა.
პირველ მოძრაობაში – ატაცში პერტაიამ 110-კილოგრამიანი შტანგის დამორჩილება მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო, შემდეგ კი 5 კილოგრამით მძიმე შტანგა შეუკვეთა და მისი აწევა ვეღარ მოახერხა. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა პირველსავე ცდაზე დააფიქსირა 135 კილოგრამი, ხოლო 140-ს ორი ცდა დააჭირვა და ორჭიდის ჯამში 250 კილოგრამი დააგროვა. ცნობისთვის, მე-11 პოზიციაზე გასულ თურქ თურგაი ბესლერს თემურ პერტაია 12 კილოგრამით ჩამორჩა, ხოლო ჩემპიონს, რუს არტიომ ოკულოვს 70 კილოგრამით.
დღესვე, ჩემპიონ-პრიზიორები 85 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ამ წონაში წარმომადგენელი არ ჰყავდა.
ევროპირველონას 94 და +94 კილოგრამში მოასპარეზე ძალოსნები დააგვირგვენებენ. ამ წონებში საქართველოს სახელით ჭაბუკებს შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვილიამინ ალექსიძე (94 კგ) და ლაშა ტალახაძე (+94 კგ) გავლენ.
ოთარ მაღლაკელიძე

ძალოსნობა
ევროპის ჩემპიონატი
ჭაბუკები
ვალენსია
21 მაისი


77 კგ
1 არტიომ ოკულოვი (რუსეთი)    320 კგ (143+177)
2 სიარჰეი ჰარანინი (ბელარუსი)    310 კგ (135+175)
3 მუჰამად ხიბალოვი (რუსეთი)    309 კგ (142+167)
12 თემურ პერტაია (საქართველო)    250 კგ (110+140)

85 კგ
1 ვლადიმირ იაკუტა (ბელარუსი)    333 კგ (149+184)
2 ნაილხან ნაბიევი (აზერბაიჯანი)    327 კგ (150+177)
3 ალექსეი კოსოვი (რუსეთი)    326 კგ (151+175)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166598