ფეხბურთი

20:06 | 31.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტელიოს “დორტმუნდი”, “ვალენსია” და “ატლეტიკო” იწვევენ

“ბარსელონას” 22 წლის გარემარბის, კრისტიან ტელიოს შეძენის სურვილს 3 გუნდი გამოთქვამს. ესპანელი ფეხბურთელის დამატება “დორტმუნდს”, “ატლეტიკოსა” და “ვალენსიას” სურთ.

ტელიო “ბარსას” პირველ გუნდში 2011 წლიდან თამაშობს. პრიმერას გასულ გათამაშებაში მან 22 მატჩი ჩაატარა, მაგრამ აქედან მხოლოდ 2 სასტარტო შემადგენლობაში. ორივე შემთხვევაში მწვრთნელმა ის მე-2 ტაიმში შეცვალა. ბუნებრივია, ტელიო შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა და სიტუაციის გამოსწორების გზაც არ ჩანს – “ბარსას” ჟერარ დეულოფეუ დაემატა, ხოლო პედროსა და სანჩესის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ტელიო მზადაა, სათამაშო პრაქტიის მისაღებად, სხვა გუნდში წავიდეს. კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, მისი შეძენის სურვილს “დორტმუნდი”, “ვალენსია” და “ატლეტიკო” გამოთქვამენ.

0.115934